15 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა.

სპიკერმა კარინ ჟან პიერმა ასევე თქვა, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური სირთულეების დაძლევაა, მათ შორის ნავთობზე გლობალური ფასების შემცირება.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ელექტრონული ჩიპების საკითხზე და თქვა, რომ შტატები შეამცირებს ჩინეთზე დამოკიდებულებას ელექტრონული ჩიპების მოწოდების საკითხზე. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის დამარცხებას დონალდ ტრამპიც შეეცდება.

დღის ამბები