09 დეკემბერი 2024,   02:08
ვრცლად
რუსები, ვინც ომის დროს "თბილ ქვეყნებში წავიდნენ და იქიდან უყურებენ ყველაფერს", დუმის სპიკერის თქმით, მოღალატეები არიან

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში "სპეცოპერაციის" დროს დატოვეს, მოღალატეები არიან ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

"ისინი, ვინც ამ პერიოდის გადასატანად თბილ ქვეყნებში წავიდნენ და იქიდან უყურებენ ყველაფერს, მოღალატეები არიან", - აღნიშნა ვოლოდინმა. რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, რუსები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ეწინააღმდეგებიან, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც მიდიან.

დღის ამბები