"რუსეთმა შეამცირა ან შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 ქვეყანას. უნდა მოვემზადოთ შემდგომი შეფერხებებისთვის ან თუნდაც სრული შეწყვეტისთვის", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა პორტუგალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 2022 წლის პირველ სემესტრში, ევროკავშირმა 38 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც აკომპენსირებს რუსული გაზის მიწოდების შემცირებას 28 მილიარდი კუბური მეტრით. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და დაეხმარება ევროკავშირს მარაგების შევსებაში ზამთრამდე.