ცხავრიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დღეს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სხდომა უკვე დაწყებულია.მთავარი ინტერესის საგანია, რას იტყვის პროცესზე უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც პოლიციას ერთდღიანი ძებნის შემდეგ თავად ჩაბარდა.
პროკურატურა ადასტურებს, რომ გიორგი ხორავა იყო კონფლიქტის ინიციატორი, თუმცა მოგვიანებით კონფლიქტში ჩაერთნენ სხვა პირებიც. ასევე პროკურორი იმასაც ადასტურებს, რომ იყო მცირედი შეკამათება, პროკურორი დღეს მოითხოვს რვავე პირის პატიმრობაში დატოვებას.
"კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა. ერთ-ერთი ბრალდებული არის მკვლელობაში ბრალდებული,ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი და რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. იქ უამრავი ადამიანი იყო და მიუხედავად ამისა მათ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული -პროკურორი დავით ყაზარაშვილი.
პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეტყობინებლობის მუხლებით რვა პირს ბრალდება წარუდგინა.
ცხვარიჭამიაში 20 წლის მამაკაცი დაბადების დღის წვეულებაზე რამდენიმე დღის წინ მოკლეს.არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.