დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო, მედია, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება- ჯამში 12 პუნქტის შესასრულებლად და ანგარიშის ჩასაბარებლად ვადა წლის ბოლომდეა.
ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სწორედ შეფასების შესაბამისად მიიღებს. პარლამენტში სამუშაო ჯგუფების მუშაობა ხვალ განახლდება. პარტიების ტაქტიკა უცვლელია. სამი ოპოზიციური პარტია "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" დამოუკიდებლად მუშაობს წინადადებებზე. მეორეს მხრივ მათგან დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას ჯგუფი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებს და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აერთიანებს.