07 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
გუდაურში დაღუპულების ოჯახები სახელმწიფოსგან 100 ათას ლარს მიიღებენ

გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ოჯახებს მთავრობა 100 ათას ლარს გამოუყოფს, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

"მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. სამინისტროს შემადგენლობასა და თითოეულ თანამშრომელს, ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ.

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს სამინისტრო გამოყოფს 100 ათას ლარს, ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები