04 სექტემბერი 2026,   07:03
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატებული თამაში "ნაპოლის" შემადგენლობაში - ქართველმა შემტევმა "ჟირონას" კარი 11 მეტრიანით აიღო

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატებული თამაში "ნაპოლის" შემადგენლობაში. იტალიურმა კლუბმა მეხუთე ამხანაგური მატჩი ესპანური "ჟირონას" წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ნაპოლის უპირატესობით და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო ქართველი შემტევი.

კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა, მან ჟირონას კარის მიმართულებით დანიშნული 11 მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. 21 წლის ფეხბურთელმა ნაპოლის შემადგენლობაში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მომავალ შეხვედრას ნაპოლი 6 აგვისტოს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები