16 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
უჩა მამაცაშვილმა "ანტიკორუფციულ მოძრაობას" სასამართლო დავა მოუგო

ბიზნესმენმა უჩა მამაჩაშვილმა "ანტიკორუფციული მოძრაობას" სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ "ანტიკორუფციული მოძრაობის’" ხელმძღვანელ პირებეს ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას მედიაში უჩა მამაცაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და თანხის 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ლევან ხაბეიშვილი მოსამართლემ საკუთარი განცხადებების გამო დარბაზიდან გააძევა. სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლოს დერეფანშიც გაგრძელდა.

"ქურდობაში რომ ვამხელთ, ხალხს რომ ძარცვავენ ამაში რომ ვამხელთ, ამიტომ დააჯარიმეს ანტიკორუფციული მოძრაობა და ფიქრობენ რომ 15 ათასი ლარით დავაჯარიმეთ ვინც ხმას ამოიღებთ კიდე მეორედ, იმასაც დაგაჯარიმებთ. უკაცრავად და ფეხებსაც ვერ მოგვჭამთ“, - ამბობს პარლამენტის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელმა, ვასო ურუშაძემ.

"შუამდგომლობა, რომელიც უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული არ დაგვიკმაყოფილეს და გვაჯარიმებენ 15 ათასი ლარით და თან ზემოდან. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ უნდა გადავიხადოთ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის ხარჯები. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის სახე", - ამბობს ვასო ურუშაძე.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეს კამპანია მთლიანად იყო ორკესტრირებული კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

"ამ განცხადებების უკან არ არსებობდა ბუნებაში რაიმე მტკიცებულება და შესაბამისად, ის კერძო ინტერესები, რომელსაც ახმოვანებდნენ ჩვენი მოპასუხეები, ეფუძნებოდა პირად მოტივებს. ერთის მხრივ, ეს იყო კოდუას ინტერესები, მეორეს მხრივ კი ეს ორგანიზაცია, ყველასათვის ცნობილია რომ აფილირებულია ბატონ კეზერაშვილთან", - აცხადებს ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი.

დღის ამბები