21 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი. საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში ჩატარდა. ამოღებულ იარაღებს შორის არის "მაკაროვის", "პარაბელუმის" და "ბერეტას" რამდენიმე ფისტოლეტი, გადაჭრილი თოფები, ერთლულიანი შაშხანა და დიდი რაოდენობით მჭიდები სხვადასხვა კალიბრის ტყვიებთან ერთად.

დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები