26 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
ცხრა დღის განმავლობაში უკრაინამ 370 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა - უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაცია

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრა დღის განმავლობაში უკრაინამ 370 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა.

"მარცვლეულის დერეფნის ამუშავებიდან ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის პორტები 12 გემმა დატოვა, რომლებმაც 370 ათას ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანეს მსოფლიოს 7 ქვეყანაში და ერთი გემი შემოვიდა დასატვირთად ჩორნომორსკის პორტში," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები