26 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
42 წლის მამაკაცი ოჰაიოს შტატში მდებარე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა - იგი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა

შეიარაღებული მამაკაცი ოჰაიოს შტატში მდებარე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფისში შეჭრას შეეცადა. თავდამსხმელი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი შენობაში შეჭრის უშედეგო მცდელობის შემდეგ გაიქცა, თუმცა მისი გაუვნებელყოფის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი 42 წლის მამაკაცია. ამ დროისთვის, სამართალდამცველები იკვლევენ, ჰქონდა თუ არა მას კავშირი ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან. პოლიციას ასევე კომენტარი არ გაუკეთებია, რა იყო თავდამსხმელის ქმედების მოტივი. ერთ-ერთი ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, 2021 წელს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმში მონაწილეობდა.

დღის ამბები