21 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ვინ არის უსამშობლო პოლიტიკური ძალა - კითხვა, რომელიც "ოცნებიდან" წასული ოთხეულის წერილის შემდეგ განხილვის მთავარ თემად იქცა

უსამშობლო - ეს არის ბოლოს დროის ყველაზე პოპულარული ეპითეტი, რომელსაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთის მისამართით იყენებს. ამჯერად აქტუალური  ნიკა მელიას "ფეისბუქ" სტატუსი გახდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით განმარტა, რას გულისხმობს და რატომ უწოდებს მმართველ პარტიას "უსამშობლო" პოლიტიკურ ძალას. "ფეისბუქ" პოსტში ნიკა მელია კონკრეტულ მიზეზებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც მისი აზრით, სწორედ ასეთ შეფასებას იმსახურებს.

ბრალდების ადრესატებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს იუმორით უპასუხეს, პლაგიატობაშიც დაადანაშაულეს და შეახსენეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უსამშობლო პოლიტიკურ პარტიას სწორედ მმართველი ძალა უწოდებს.

ირაკლი კობახიძის შეფასებები, რაზეც გია ცაგარეიშვილი საუბრობს, არაერთხელ გაჟღერდა პოლიტიკური ტრიბუნებიდან.

სწორედ ამ განცხადებების ფონზე "ქართული ოცნების" წევრებმა ნიკა მელიას სტატუსში პოლიტიკურ პიარის მცდელობა დაინახეს.

მელიას პოზიციას პოლარიზაციის შემცირების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ოპოზიციის ნაწილში, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პოლარიზაცია "ოცნებასთან" ვერ დასრულდება. "ქართული ოცნების" პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და თავმჯდომარეს განცხადება მოუწონეს.

მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია, რომელიც მათი თქმით, ოპონენტ პარტიას აქვს არჩეული არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

არაერთი პოლიტიკური განცხადების და ბრალდების მიუხედავად ნიკა მელიას დღეს ოპონენტებისთვის აღარ უპასუხია.

დღის ამბები