21 დეკემბერი 2024,   20:25
ვრცლად
მარსელის პორტში 528 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

მარსელის პორტში კონტეინერში, რომელიც მარტინიკიდან საფრანგეთში გაიგზავნა, 528 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.  ნაპოვნი კოკაინის ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ევროს აღწევს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

464 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკი კონტეინერით გადაზიდული რბილი ავეჯის ნაწილებში იყო მოთავსებული. კოკაინის აღმოჩენა საბაჟოს კინოლოგიური ბრიგადის ძაღლის დახმარებით მოხდა.

დღის ამბები