26 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა, საპარაშუტო მომზადება გაიარეს

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა, საპარაშუტო მომზადება გაიარეს. პირველადი მომზადების პროგრამა ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა.

სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.

დღის ამბები