21 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
პირი, რომელიც მწერალ სალმან რუშდის დაესხა თავს, იდენტიფიცირებულია

სალმან რუშდის მდგომარეობა კრიტიკულია, ის მართვით სუნთქვაზეა და კონტაქტური არ არის.

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია:

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, 24 წლის ჰადი მატარი, ნიუ-ჯერსიდან. ის სცენაზე ავიდა, თავს დაესხა რუშდის და კისრისა და მუცლის არეში დაჭრა. დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელმა და აუდიტორიაში დამსწრემ სასწრაფოდ მიირბინეს ეჭვმიტანილთან და ძირს დააგდეს. ეჭვმიტანილი მალევე დავაკავეთ. ბატონ რუშდის სამედიცინო დახმარება გაუწია ექიმმა, რომელიც აუდიტორიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი ადგილობრივ ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

სალმან რუშდის ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ, მას 15-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

როგორც ცნობილია, ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი მწერლის წიგნის "ეშმაკეული აიების" გამოსვლამ რუშდის მიმართ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. ირანის გარდაცვლილმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ჰომეინმა 1989 წელს გამოსცა ფატვა, იგივე ედიქტი, რომლითაც მწერლის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა.

დღის ამბები