21 დეკემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ომბუდსმენის კანდიდატურაზე სოფიო ხორგუანის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გახარიას პარტიაში უარყოფენ

პარტია "საქართველოსათვის" მიერ ომბუდსმენის კანდიდატურაზე სოფიო ხორგუანის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გახარიას პარტიაში უარყოფენ:

"აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. პარტიას "საქართველოსათვის" არანაირი კონსულტაციები რომელიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით რაიმე ფორმატში ვინმესთან არ ჰქონია.

აუცილებელია სახალხო დამცველის კანდიდატად შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს ობიექტურობის, დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს. თუმცა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენს პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

დღის ამბები