26 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
"თუ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, მაშინ არ იბრძვით" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დუმილი მხარდაჭერას ნიშნავს.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით დისკუსიები ყოველდღე ფართოვდება. 

"ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების სტიმულირება განვახორციელოთ, რათა იგრძნონ პასუხისმგებლობის ნაწილი იმაზე, რაც ხდება. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის შესახებ დისკუსია ყოველდღიურად ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, მაშინ არ იბრძვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას. და სადაც არ უნდა იყოთ – როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ.

ვიდრე რუსეთს სჯერა ტერორის, თავისი პროპაგანდისტული ილუზიების ტყვეობაშია და ჯერჯერობით იმედოვნებს, თითქოს რაღაცას მიაღწევს შანტაჟის სხვადასხვა ფორმით, ვერ შეძლებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, ყველა დაბომბვას, სასტიკ დაბომბვას, რომელიც არ წყდება არც ერთი დღე,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენკი

 

დღის ამბები