19 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
რუსებმა ღამით ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის და დონეცკის ოლქები დაბომბეს - უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება - რუსებმა ღამით დაბომბეს ხარკივის, სუმის, მიკოლაივის და დონეცკის ოლქები. თავდასხმის შედეგად მიკოლაივში დაზიანებულია სასწავლო დაწესებულება. ოკუპანტებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკივის ოლქისკენ 10-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. დაზიანდა საწარმო, მსხვერპლი არ არის. დაარტყეს დნეპროპეტროვსკის ოლქსაც, კერძოდ სინელნიკისა და ნიკოპოლის რაიონებს. დონეცკის ოლქში კი თავდასხმებს გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიჭრა 13.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ ხარკივის მიმართულებით რამდენიმე დასახლება დაიბომბა და მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას.

"მტერმა სუმის მიმართულებით საარტილერიო ჭურვები გაისროლა. ხარკოვის მიმართულებით დაიბომბა რამდენიმე დასახლება. ოკუპანტები კრამატორსკის მიმართულევბით შეტევითი იერიშების განხორციელებას ცდილობენ, მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას. ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად, ოკუპანტებმა იერიშები განახორციელეს პისკისა და პერვომაისკის მიმართულებით, მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და უკან დაიხიეს.

 ვრემივკას დასახლების მიმართულებით ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანეიტრალეს ოკუპანტების სადაზვერვო ჯგუფი. რუსული პროპაგანდის მანქანა განაგრძობს სიცრუის გავრცელებას. ყველას მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას," - ამბობს სტუპუნი.

დღის ამბები