26 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათშორის სწავლებას მასპინძლობს, რომელიც მიზნად ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.

სწავლება ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი აკვირდება.

სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შსს-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

დღის ამბები