04 სექტემბერი 2026,   02:38
ვრცლად
NCDC აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე, ბოლო პერიოდის ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა - თამარ გაბუნია 

კოვიდინფიცირების ტენდენცია იკლებს, შემთხვევების რაოდენობა მცირდება- ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ საიმედო ვითარებაა და ეს შეფასება საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა. გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევების რაოდენობა მცირდება, ჩვენი პროგნოზი ემყარება საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებებს. ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებულია. მნიშვნელოვანია, ამ ტიპის შეფასებისა, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა თავი შევიკავოთ,"-აცხადებს თამარ გაბუნია.   

დღის ამბები