21 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრის, საბა კბილაშვილის თქმით, თუ რამ აზიანებს ამერიკა - საქართველოს ურთიერთობებს, საელჩოს ასეთი დამოკიდებულებაა

ელჩის დაუგეგმავი და ღია ვიზიტები ცალ - ცალკე სასამართლოში აბა რა არის, თუ არა მთავარი და გენერალური მტკიცებულება რამენაირად ხელში ჩაიგდონ სასამართლო ხელისუფლება ,- ამის შესახებ მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი საბა კბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ რამ აზიანებს საქართველო - ამერიკის ურთიერთობებს, სწორედ საელჩოს ასეთი დამოკიდებულებაა. 

"სხვა იმპერიულ ზრახვებთან ერთად, სწორედ მსგავსი დამოკიდებულებების გამო ეზიზღებოდა და ეზიზღება ხალხს ცეკა და რუსები. რაში ჯდება თუ იგივეს აკეთებს სხვა? საქართველო ამერიკის ურთიერთობებს თუ რამე აზიანებს სწორედ საელჩოს ასეთი დამოკიდებულებაა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია",- წერს საბა კბილაშვილი

 

 

დღის ამბები