21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
პარტიამ "დროა" რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარადგინა 

პარტია "დროას" ლიდერი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას საფრთხის შემცველს უწოდებს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება საშიშია, რადგან ნებისმიერ დროს ეს ფაქტი კრემლს შეუძლია გამოიყენოს პოლიტიკურ ბერკეტად ისევე, როგორც სავაჭრო ემბარგოს დროს მოხდა. პარტიამ ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა წარადგინა. 

"დავაკისროთ ფინანსური გადასახადი რუს ტურისტებს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ 2 თვეში, საქართველო რუსი ტურისტებისგან აიღებდა 20 მილიონ ლარს; მეორე - შევზღუდოთ რუსი ტურისტები დროში - დღეს, მათ შეუძლიათ საქართველოში უსაზღვროდ ყოფნა. მივცეთ მათ საქართველოში 3-კვირიანი ყოფნის უფლება და ეს ამ საფრთხეს აგვარიდებს; მესამე -  ნუ მივცემთ ბინადრობის უფლებას. შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის უფლება. ასევე ნუ მივცემთ ბიზნესის რეგისტრაციის საშუალებას და შევაჩეროთ კერძო საკუთრების მიყიდვის პროცედურები,"-აცხადებს ელენე ხოშტარია. 

ამავე საკითხზე განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდშიც. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ შეზღუდვები მოქალაქეობრივი ნიშნით უნდა მოხდეს, ამ შეზღუდვებში შეიძლება მოყვნენ ეთნიკურად ქართველები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და რომლებსაც დღემდე საქართველოსთან აკავშირებს როგორც კულტურული, ისე ბიზნეს ურთიერთობები.

დღის ამბები