საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ერთმანეთს მძიმე წონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ოლექსანდრ უსიკი და ვიცე-ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება უკრაინელმა მოკრივემ მოიპოვა. უსიკმა ჯოშუას პირველი ბრძოლა მოუგო. ბრიტანელს რევანში ძალიან სურდა, თუმცა უკრაინელმა ისევ მოიგო და კარიერაში მეოცე ბრძოლის მოგებით, ისევ დაუმარცხებელია.