04 სექტემბერი 2026,   14:44
ვრცლად
ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა... უწოდეთ მას "ქართველი" ან უბრალოდ სასწაული - "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას პირველ საშინაო მატჩს ეხმაურება

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის "ნაპოლის" საშინაო მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ქართველმა შემტევმა მის მეორე ოფიციალურ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ორივე გოლი ძალიან ეფექტური იყო. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნეაპოლში და მთლიანად იტალიაში. კვარაცხელიას შესანიშნავ მატჩზე წერს "ნაპოლის" ოფიციალური ვებ-გვერდიც.

"ვარსკვლავი დაიბადა. ის "მარადონაზე" ნათლობისას ცისფერ ცაზე ანათებს. მას აქვს ამოუცნობი სახელი და შეუდარებელი ნიჭი. დაუძახეთ კვარათა­მა­შის და­წყე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი მზე­რით ანა­თებს სცე­ნას და ბურ­თის სუფ­თა აბ­რე­შუ­მი­სებ­რი ალერ­სით გა­აქვს გოლი. მარცხენა ფეხით დარტყმული კუპიდონის ისარივით ხვდება ნეაპოლიტანელთა გულს. ეს არის KO დარტყმა "მონცასთვის" (კვარაცხელია, ოსიმენი). კვარას მესამე გოლი - ოქროს ბიჭი ყინულის თვალებით და კრისტალური ნიჭით. უწოდეთ "ქართველი" ან უბრალოდ სასწაული. ეს არის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი დიდების საღამო "მარადონაზე". ისტორია უკვე დაწერილია. ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა..." - ვკითხულობთ ტექსტში.

დღის ამბები