22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
ე.წ. დოკუმენტი, რითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ, დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა მორიგი „სავიზიტო ბარათი“ - ტერორისტული თავდასხმა „აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადებაა - "აზოვი"

რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის ბრალდებას "აზოვის" პოლკი "ტელეგრამის" საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდება ემსახურება რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამყარებას, რათა "აზოვის" პოლკის ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილი "ტრიბუნალის" აუცილებლობა გამართლდეს. 

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აზოვის პოლკი უკრაინელი სამხედროების უკანონო სასამართლო პროცესს და მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს შეაჩერონ აღნიშნული პროცესი. 

"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიების შესახებ, არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვის" პოლკთან და ის არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს დანაყოფს. ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ "აზოვის" მონაწილეობა დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა მათი მორიგი "სავიზიტო ბარათი". თავად ტერორისტული თავდასხმა კი არის "აზოველების" "ტრიბუნალისთვის" მომზადება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამძაფრებს თავისი მოქალაქეების საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლოს აუცილებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, შეაჩეროს ეს პროცესი და გააკეთოს ყველაფერი, რათა არ განხორციელდეს ე.წ. "ტრიბუნალი", -აღნიშნულია განცხადებაში. 

ბრალდებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

 

ინფორმაციისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. რუსული სპეცსამსახურების თქმით, დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, არის "აზოვის" პოლკის წევრი.

No description available.

 

No description available.

დღის ამბები