მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დუგინის შვილის აფეთქების უკან უკრაინა არ დგას, რადგან რუსეთისგან განსხვავებით უკრაინა ტერორისტული სახელმწიფო არ არის. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის თქმით, ფაქტი მოწმობს, რომ რუსეთში შიდა დაპირისპირებაა.
როგორც პოდოლიაკი ამბობს, აფეთქებით რუსეთი შეეცდება რომ უკრაინის მიმართ სიძულვილი გააღვივოს
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, ამ საქმის უკან არ დგას, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური ქვეყანა, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო. ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის არსებობას. ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს და საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლით, უკრაინის მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო გააღვივებს," - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.