22 დეკემბერი 2024,   09:42
ვრცლად
სამართლიანია თუ არა ბრალდებები "სამართლიანი არჩევნების" წინააღმდეგ -  "ქართული ოცნება" დათმობაზე არ მიდის

ქართული ოცნების თავმჯდომარე "სამართლიან არჩევნებს" (ISFED)ქვეყანაში მოდელირებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევს. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებს პარტნიორი ქვეყნის საელჩო ორგანიზაციის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებიდან ამოღებას.

კობახიძის თქმით, ISFED​-ს პროცესში დაბრუნების შანსი შეცდომების საჯაროდ აღიარებისა და პოლიტიკისგან გამიჯვნის შემდეგ ექნება.

შეერთებული შტატების საელჩომ რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგების უზუსტობა იცოდა, ამაზე ISFED​-ის იმდროინდელმა დირექტორმა 2020 წლის დეკემბერში ისაუბრა. რატომ არ მოითხოვა დონორმა რეალობის დროული გასაჯაროება - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ელენე ნიჟარაძემ არ ისურვა. ირაკლი კობახიძეს კი ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი გამოეხმაურა. ნინო დოლიძე მთავრობის გადაყენების მოთხოვნაში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს. ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებზე კი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ შეცდომაზე პასუხი უკვე აგო.

ISFED-ის ჯგუფში არ დაშვებას ოპოზიციის ის ნაწილი აპროტესტებს, რომელმაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ პროცესში ჩართვაზე თავად თქვა უარი. პოლიტიკოსების აზრით, ახლა წარსული შეცდომების გახსენების დრო არ არის, რადგან სასწორზე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი დევს.

ოპოზიციური სპექტრის მიზნებსა და პარალელური დათვლის არასწორ შედეგებს შორის კავშირზე საუბრობენ მმართველ გუნდში. მათი აზრით, ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბება ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების წინაპირობა უნდა გამხდარიყო, რომელშიც არასამთავრობოებს საკუთარი როლი ექნებოდათ. კანონმდებლების თქმით, ეს ვარაუდი მიმდინარე წლის ივნისის აქციებზეც დადასტურდა.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, საპარლამენტო ჯგუფებში მუშაობა მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობს. მმართველი გუნდი შედეგების საკანონმდებლო იმპლემენტაციას შემოდგომის ბოლომდე გეგმავს.

დღის ამბები