22 დეკემბერი 2024,   07:21
ვრცლად
"ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ" - კელი დეგნანი

შეერთებული შტატების საელჩო სრულ ნდობას უცხადებს ISFED-ს, როგორც გამოცდილ ორგანიზაციას, რომელიც საარჩევნო რეფორმების მიღების დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმაგანაცხადა.

მისი განცხადებით, ცდომილების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ მაშინვე გამოაქვეყნა, რა დროსაც მისი იდენტიფიცირება მოახდინა, შესაბამისად საუბარი მიზანმიმართულ შეცდომაზე, უარგუმენტოა.

"ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ. ეს ორგანიზაცია მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და მათ დიდი წვლილი შეიტანეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებში დაფიქსირდა სერიოზული ხარვეზები და ის არცერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა, როგორც სრულად სამართლიანი. ნდობა რომ ნაკლებია საზოგადოების მხრიდან, ეს არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომელიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, როგორც კი აღმოაჩინეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მაშინვე შეატყობინეს საზოგადოებას და აღიარეს ის. ISFED-ის და სხვა ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციაში. რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, თუმცა სტატისტიკური უმნიშვნელო შეცდომის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, არის არასწორი ინტერპრეტაცია," - აცხადებს კელი დეგნანი.  

დღის ამბები