03 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
თალიბანი ირწმუნება, რომ ალ-ქაიდას ლიდერის, იმან ალ ზავაჰირის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ

თალიბანი აცხადებს, რომ ალ-ქაიდას ლიდერის ალ ზავაჰირის ცხედარი მათ ამ დრომდე არ უპოვიათ. თალიბანის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში ავღანეთში შტატების ტერორისტულმა ორგანიზაციამ ალ ქაიდას ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი უვნებლად გადარჩნენ.

დღის ამბები