21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
მაღალი ტემპერატურა და ქარი არ გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ლიკვიდირებული ტერიტორიების მასშტაბი - თემურ მღებრიშვილი

ხანძართან ბრძოლის მეექვსე დღე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია. აღსანიშნავია, რომ ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა კვლავ ხელს უშლის სამაშველო ოპერაციას, რომელშიც 1200 მეხანძრე და სამხედროა ჩართული. ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიურად მუშაობს ავიაცია, პროცესში ჩართულები არიან რეზერვისტებიც.  

რთულად მისადგომ რელიეფებზე გაიყვანეს სახანძრო მაგისტრალები. ადგილზე ისევ დაკვამლიანებაა, თუმცა მოსახლეობას, ოფიციალური ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება.

"დიდი ადგილი გადაიწვა, ფოთლოვანიც არის და წიწვოვანიც. უფრო მეტი ფიჭვია," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა პრობლემებს ქმნის და  საშუალებას არ აძლევს, კიდევ უფრო მეტი ლიკვიდირებული ტერიტორიები იყოს.

"ამ დროისთვის ჭარბობს ლიკვიდირებული უბნები, თუმცა მაღალი ტემპერატურა და ქარი არ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო გავზარდოთ ლიკვიდირებული ტერიტორიების მასშტაბი. აქტიურად არის ჩართული მფრინავი საშუალებები. დღეის მდგომარეობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილურია, კონტროლირებადია, თუმცა, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა გვიქმნის გარკვეული სახის პრობლემებს. ასევე, აქტიურად ვაგრძელებთ პრევენციულ სამუშაოებს, რაც გულისხმობს სოფლების უსაფრთხოების დაცვას და უზრუნველყოფას," - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები