03 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
შეერთებული შტატები მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის - დალასი კატასტროფის ზონად გამოცხადდა

ლუიზიანა, მისისისპი, იუტა, ნიუ მექსიკო, არიზონა და ტეხასი - შეერთებული შტატები მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის.

წყლის დონე ქუჩებში ნახევარ მეტრს აღწევს, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომანქანები. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ახორციელებენ მოსახლეობის ევაკუაციას.

განსაკუთრებით რთულია ვითარება დალასში, სადაც ასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა. დალასი კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული.

მეტეოროლოგები წვიმებსა და წყალდიდობას მომდვენო ორი დღის განმავლობაშიც პროგნოზირებენ.

დღის ამბები