29 აგვისტო 2026,   15:48
ვრცლად
15 ქვეყანა, 25 განსხვავებული ადგილმდებარეობა და ასობით მონაწილე - სვანეთი მსოფლიოს მოლაშქრეებს მასპინძლობს

სვანეთი მსოფლიოს მოლაშქრეებს მასპინძლობს. 15 ქვეყანა, 25 განსხვავებული ადგილმდებარეობა და ასობით მონაწილე - "ჰაილენდერი", გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებია, რომელშიც წელს პირველად, საქართველოც ჩაერთო. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრების მასპინძელი მესტიაა.

პროექტის მიზანი ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. პროექტი ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას.

"მოხარული ვარ რომ საქართველო მონაწილეობს მაღალმთიან ღონისძიებებში. ეს საქართველოს დაეხმარება გახდეს უფრო ცნობილი, ეს საქართველოს ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას. ავსტრიასა და საქართველოს ბევრი რამ აქვს საერთო. მთები ჩვენთანაც არის და ბუნებრივია რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირთან და შევდეთთან ერთად ვმუშაობდით. პროექტი საქართველოს დაეხმარება სამთო რეგიონების განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში. ვფიქრობ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მდგრადობაა. მნიშვნელოვანია განვითარდეს ტურიზმი მდგრადი გზით, აქ ლაშქრობა იდეალურია,"- აცხადებს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.

დღის ამბები