21 დეკემბერი 2024,   19:10
ვრცლად
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი, მთავრობას მიმართავს დააწესოს პურის ფასის მაქსიმალური ზღვარი

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი, მთავრობას მიმართავს დააწესოს პურის ფასის მაქსიმალური ზღვარი.

კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, მაღაზიები ამ რეგულაციის შედეგად ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან.

მისი განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე გასულ წელთან შედარებით ფქვილი გაიაფდა, ასევე შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის კლებაც, თუმცა ეს ამ ეტაპზე მაღაზიების გადასაწყვეტია. საკითხზე ასევე ისაუბრა "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა. ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში წლის განმავლობაში 650ი ათასი ტონა ფქვილი გვჭირდება. აქედან 150 000 ადგილობრივად მოდის. იმპორტირებული ფქვილის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდის.

დღის ამბები