21 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
მინდა, თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო, რომლის დავალებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სამი თვითმფრინავი უმოკლეს დროში ჩაერთო - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე დახმარების თაობაზე თხოვნას დაუყოვნებლივ გამოეხმარა და 1 საათში სამი თვითმფრინავი გამოგზავნა.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა თავის კოლეგას და გადასცა ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე. მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში სამი თვითმფრინავი გამოიგზავნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას არ დავივიწყებთ ქართველები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. მინდა, მფრინავებს განსაკუთრებით გადავუხადო მადლობა, ასევე ჩვენს საამაყო მაშველებს, პოლიციელებს, ჯარს და ყველას," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები