07 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 3 სექტემბრიდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0080-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8956 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0124-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8950 ლარი გახდა.

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0092-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.3482 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0006-ით გამყარდა. ლირის ღირებულება 0.1589 ლარი გახდა.

დღის ამბები