რუსული აგრესიის 193-ე დღე უკრაინაში - ოკუპანტების სამიზნე ისევ გახდა დონეცკის ოლქი, გარდაიცვალა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 2.
ავიაიერიშებს მსხვერპლის გარეშე არც ხარკივის ოლქში ჩაუვლია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის ოლქში, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა რამდენიმე ქალაქზე. აქ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და სკოლები.
მხოლოდ გასული დღე ღამის განმავლობაში, რუსულმა ჯარებმა 67-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი.
რუსული ჯარების უწყვეტი დაბომბვის შედეგად ელექტროქსელიდან გაითიშა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-5 ენერგობლოკი.
"მტერი განაგრძობს ძალისხმევას სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკიზე. ასევე ცდილობს შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 10-ზე მეტი რაკეტა ისროლა და 24-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სისტემატიური მასიური საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება," - განაცხადა უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შტაბის სპიკერმა პავლო კოვალჩუკიმ.