09 ივლისი 2024,   03:17
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - სამართალდამცავებმა 10-მდე პირი დააკავეს

მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - დილიდან ქალაქში რამდენიმე ადგილას ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიციამ 10-მდე ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია, როგორ ახორციელებს პოლიცია საკონტროლო შესყიდვებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პირია ნარკორეალიზატორის ბრალდებით დაკავებული ამ ეტაპზე.

"შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქალაქ გორში ჩატარებული იქნა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებული იქნა რამდენიმე რეალიზატორი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ინფორმაციას, განცხადებას და ფარულ ჩანაწერებს შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახური გაავრცელებს,"- აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვალერი თელია.

დღის ამბები