ბათუმში, აღმაშენებლის 22 ნომერში, ცხრასართულიან კორპუსში ცეცხლი გაჩნდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, აივანზე დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის დანადგარზე მოკლე ჩართვა მოხდა, რასაც ხანძარი და აფეთქება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.