"დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ გერმანიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის დროს საუბარი შეეხო გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას და განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები.