04 სექტემბერი 2026,   09:36
ვრცლად
სერბეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სერბეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, ყაზახი ოლეგ ბოლტინი დამაჯერებლად 11:4 დაამარცხა.

გუშინვე საქართველოს ნაკრებს კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა მოუტანა.

დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძეც. გარდა ამისა, ბელგრადის ხალიჩაზე კიდევ 3 ქართველი გავა-თეიმურაზ ვანიშვილი, ბექა ლომთაძე და გივი მაჭარაშვილი.

დღის ამბები