30 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე დანიაში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი მოადგილის დანიაში ვიზიტით იმყოფება. მიზანი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმს შორის პროფესიული თანამშრომლობა იყო. ვიზიტის ინიციატორია ინფინიტარტის ფონდი, რომელიც 2019-2020 წლებში ვენაში, ალბერტინის მუზეუმში მოწყობილი ფიროსმანის გამოფენის მთავარი ორგანიზატორი იყო. გაიმართა მოლაპარაკებები მომავალ წელს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის გამოფენასთან დაკავშირებით.

შეთანხმდნენ, რომ ორ მუზეუმს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. დანიელი კოლეგების დახმარებით, ცალკე შეიქმნება ინტერაქტიული მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანისა და მისი შემოქმედების შესახებ. 

დღის ამბები