27 აგვისტო 2026,   23:39
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა 500 დოლარის გამო - კიკეთში მომხდარ საქმეზე დაკავებულს მოსამართლემ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

კიკეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულს მოსამართლემ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ითხოვდა 10-ათას ლარიან გირაოს, თუმცა ბრალდება, არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პატიმრობის შუამდგომლობას აყენებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. ადვოკატი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაკავებულს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

შემთხვევა კიკეთში შაბათს მოხდა. ცეცხლი დაკავებულმა ავტომატიდან გახსნა, დაიჭრა 5 ადამიანი და გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

დღის ამბები