15 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ხალხის ძალა" პოლიტიკური თანამოაზრეების შემომატებას აანონსებს - "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული მოძრაობაში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებსა და ექსპერტებს ელოდება

"ხალხის ძალა" პოლიტიკური თანამოაზრეების შემომატების ახალ ტალღას აანონსებს. ოთხეული ამტკიცებს, რომ ე.წ. კულისებიდან რეალური პოლიტიკის გასაჯაროებამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია, რამაც მოძრაობას მხარდამჭერები გაუჩინა. პოლიტიკოსები ექსპერტებისა და აქტიურ სამოქალაქო პირებთან ერთად, საკუთარ რიგებში ქართული ოცნების ზოგიერთ დეპუტატსაც ელოდებიან. ამბობენ, რომ პარტიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ადასტურებენ, რომ დამფინანსებლებს აქტიურად ელაპარაკებიან.

პარტიიდან დეპუტატების გასვლას გამორიცხავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მყარი უმრავლესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. 

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს უფლება გაფართოებაზე იფიქროს. რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ძალის პერსპექტივას - მმართველის პარტიის ლიდერის აზრით, ობიექტური შეფასებისთვის მეტი დროის გასვლაა საჭირო.

კოლეგების მიმართ დღეს კრიტიკულები იყვნენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ "ხალხის ძალა" ნებისმიერი ფორმით ანტიდასავლურ რიტორიკას გააძლიერებს. მეორე ნაწილის აზრით კი მომავალში ახალი პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ნიშას შეავსებს.

"ხალხის ძალის" მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბარი უჭირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ოთხეულსა და ქართულ ოცნებას პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად განსხვავებული მიდგომა აქვს.

 

დღის ამბები