12 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
სოფელ ველისციხეში ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც.

ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი. პროექტის ღირებულება 30 მილიონ 386 ათასი ლარია.

დღის ამბები