01 მაისი 2024,   14:26
ვრცლად
რატომ შეიქმნა დედაქალაქში საცობები და რატომ გართულდა ტრანსპორტით გადაადგილება სწავლის დაწყებასთნ ერთად

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქალაქში არსებულ საცობებზე ვრცლად ისაუბრა დედაქალაქის მერმა. კალაძემ პრობლემა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით ახსნა.

თბილისის მერი გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურად სარგებლობაში ხედავს.

ერთ-ერთი წერტილი, სადაც მძღოლებს საცობში დგომა აღარ მოუწევთ, განახლებული მელიქიშვილის გამზირია, სადაც სამთვიანი პაუზის შემდეგ ავტომობილებით გადაადგილება თავისუფალია.

მიმდებარე ტერიტორიებზე ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად მოეწყო მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. სრულად შეიცვალა და განახლდა წყალმომარაგების, წყალსადინრების, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები.

სამუშაოები ასევე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩამდე ხორციელდება. გამზირების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელმძღვანელმა. ლევან ნაროუშვილი ამბობს რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქალაქი უფრო განიტვირთება.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ, რომ საცობს გამზირების რეაბილიტაციის გამო გზის გადაკეტვა იწვევს, რაც დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებს.

ექსპერტები გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და საავტობუსე ზოლების კეთილმოწყობაში ხედავენ.

დედაქალაქში საცობის გამომწვევი ორი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 



 

 

 

დღის ამბები