პარლამენტში, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული კავშირების თაობაზე, საგამოძიებო კომისია დარეგისტრირდა. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა "ლელომ", საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად დაარეგისტრირა.
დოკუმენტი, რომელსაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა აქვს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. მას სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
ინიციატივას მხარს უჭერენ "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმშენებელი," პარტია "საქართველოსთვის", "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები.
აღნიშნულს უკვე მოჰყვა გამოხმაურება მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუკი ოპოზიცია რაიმე კომისიას შექმნის, ამით სპეკულაციებს დაესმება წერტილი და სიმართლე გახდება ცნობილი