"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი შანტაჟის ენით საუბრობს :
"ადამიანის შანტაჟის სფერო არ მოიცავს მხოლოდ ,სასამართლოს. შანტაჟის სფერო მოიცავს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი საკნიდან გავრცელებული, მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელის გულზე დევს, მარტივი გასაშიფრია და უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილა. სასამართლოს წარმომადგენელი დაადასტურებდა თუ არა ამას, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილი აზიანებდა სახელმწიფოს და მის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს.
გადასულია შეტევაზე, თუმცა იმდენად აბსურდულ რაღაცებზე საუბრობს, არაერთხელ ვთქვი, ჩემთვის წითელი ხაზი ნამდვილად იყო ის, რომ თითქოს, "ქართული ოცნება" მოსკოვში აგზავნიდა რაღაც სიებს, შესათანხმებლად. ამას რომ ადამიანი იტყვის, იქით რაც არ უნდა თქვას, უკვე აქ ყველაფერი ნათელია, ხელის გულზე დევს და ასეთ ზღაპრებს, მგონია, რომ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს," - განაცხადა მდინარაძემ.