"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის, დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია. მან ისაუბრა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ „ფორმულას“ ეთერში.