საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის თავდაცვის მინისტრი ეწვია. სტუმარს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე.
ერაყის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსნოვნის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.