26 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
ტროპიკული ქარიშხალი ფიონა - სტიქია უკვე კანადის სანაპიროს მიაუახლოვდა

კანადა ქარიშხალ ფიონასთვის ემზადება, სტიქია უკვე კანადის სანაპიროს მოადგა. ისტორიული სიძლიერის ტროპიკული ქარიშხალის სიჩქარე საათში 148 კილომეტრს აღწევს, კანადის ჰურაკანის ცენტრის ექსპერტები ამბობენ, რომ შტორმი ისტორიული და ექსტრემალური იქნება, რაც გამოიწვევს წყალდიდობასაც.

სტიქიის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქარიშხალი ძალიან საშიში იქნება, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ უსაფრთხოდ და მოუსმინონ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინსტრუქციებს.

ქარიშხალი ფიონა მანამდე კარიბის კუნძულებს დაატყდა თავს, რის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, დაინგრა შენობები და დაიტბორა ქალაქები.

დღის ამბები